დეპრეს ექსეშნიკ











{დეკემბერი 13, 2007}   ნისლიანი ფიქრები
დიდი ხანია მანქანით არ მისეირნია
ღამის 2 საათი სრულდება
ნისლი უფრო და უფრო მატულობს
ქუჩაში სრული სიჩუმეა
ამ სიჩუმეს Fruupp – ის Decision არღვევს
ძალიან მინდა რო აქ იყოს ჩემი საყვარელი ხალხი, ისინი, ვისი დანახვაც ყოველთვის მიხარია
მინდა რო ამ პატარა მანქანაში ჩავეტიოთ, რომ ერთმანეთი ვიგრძნოთ, ერთმანეთი გავათბოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს
ძალიან მინდა, მაგრამ არ ხერხდება
ერთი რამ, რაც გულს მიმაგრებს, არის ის რომ ესეთი ხალხი არსებობს და ჩემს გვერდით არიან
რაღაცნაირად დამშვიდებული ვარ, ვგრძნობ რო ვცოცხლობ, ვგრძნობ რო ვსუნთქავ
მანქანაში ზანტად შემოიზლაზნება სქელი ნისლი, რომელსაც სასიამოვნო სიცივე მოყვება
სახლიც გამოჩნდა
მენანება ესეთი ამინდი სახლში დასაჯდომად, ანდაც ძილისთვის
მაგრამ ხვალე ისევ სამსახურია
ისევ დამღლელი უსაქმურობა
ისევ უფროსის მუდამ უკმაყოფილო სახე
მაგრამ ისევ ჩემი ბუშტი, ჩემი მეგობრები, ჩემი საყვარელი ხალხი
ვიცი რო დავისჯები ამის გამო, მაგრამ არაუშავს, უნდა მეთქვა
ნისლი


{მარტი 31, 2007}   If I have to go

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ბოლოს დავასკვენი რო სულ არ მიფიქრია
არა, კი მიფიქრა, მაგრამ სხვა რამეზე ვფიქრობდი
როგორც ყოველთვის დეპრესიამ შემომიყვანა აქ, ხო და ვზივარ ეხლა მაგარი დაგრუზული, დაღლილი და გაპარტახებული(ეს მაგარი სიტყვაა) და ვფიქრობ იმაზე თუ რა ჭაობია ეს ცხოვრება
სახეს ვიხევ, პირპროჭს ვიუპატიურებ და არანაირი წინსვლა
უკვე რამდენი წელია მარტო ვარ, ადამიანის ალერსი მომენატრა, დაჟე ზასაობა დამავიწყდა მგონი
გარშემომყოფებს სუ ”გმირთა ვარამზე” ვკიდივარ, რო დაფიქრდეს კაცი
მართალია მეუბნებიან რო ვუყვარვარ ყველას და მაგარი ადამიანი ვარ და მრავალი და მრავალი სიტყვაი საქებარიი, მარა რად გინდა? ეს ხო დროებითია? მამენტ თქვენ რა იცით რო გეკითხებით, ამიტომ გეტყვით რო ეს ყველაფერი არის დროებითი და მოჩვენებითი
”ერთ”-ს აქვს ნათქვამი რო ”დავერაი ნო პრავერაი”-ო, ისეთი ”დავერიის” დედა ვატირე რომელსაც ”პრავერკა” ჭირდება, თან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს რო ყველა ამ ურთიერთობას ვარგისიანობის ვადა გასული აქვს, ისე რო თავსახურზეც კი აღარ ეტყობა
აი ისევ, ვიფიქრე, ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი რო ვერაფერი ვერ გავიგე
რა ვერ გავიგე იცით?
რატო ვკიდივარ ”ბოლემენიე”(ესეც მაგარი სიტყვაა) ყველას ”განძთა კუნძულზე” ?
ნჲთუ ჩემშია რაღაც ნიტო?

მოკლედ ერთი თხოვნა მექნება, დაიკიდეთ რა ! ! !
ამას იმიტო გთხოვთ რო ჩემთვის ნამეტანი მძიმეა და იქნებ თქვენც შემომეშველოთ ცოტა

ეხლა ვუსმენ ძაან მაგარ სიმღერას : if I have to go, do u remember me?
ნეტა ვინმეს თუ ვეხსომები რო წავალ მერე, იმას მაინც თუ იტყვიან ”ის შავი კაცი ვინ იყო” ო

მაინც დეპრესიულ ნოტაზე დავამთავრე ჩემი წერილი, მარა რას იზავ

გკოცნით და გეხვევით
სიყვარულით მე



{თებერვალი 19, 2007}   უკანასკნელი თოვლი . . .

– ღვინოს ჩამოასხავ თუ ჩამოვასხა?
– ჩამოვასხავ
– ან კიდე იყავი, შენ შამპანიურები გახსენი, მე ღვინოს ჩამოვასხავ
– შამპანიურებს მერეც გავხსნი – ჩუმად ჩავიბუტბუტე და სამზარეულოში შევედი
დედაჩემი ხაჭაპურისთვის ცომს ზელს, ჩემი დები და ბიძაშვილი ჭორაობაში არიან გართულები
გავიხედ-გამოვიხედე, არავინ არ მიყურებს, ავხადე ტაფას თავსახური და კიდე ერთი შემწვარი ქათმის ნაჭერი ამოვაძვრინე, პურიც დავითრიე და აივანზე გავედი
თოვს . . .
მთები უკვე გადათეთრებულია
საღამოვდება . . .
ლამპიონები აინთო, მათ შუქზე უფრო ლამაზად გამოჩნდა თოვლი
მოფარფატებენ და ქვევით მოიწევენ, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიანო
ნელნელა არემარეს ნისლი და სიბნელე შეეპარა
შემცივდა
სახლში შევბრუნდი, სტუმრები უკვე მისხდომიან სუფრას, მეც თავისუფალი ადგილი ვნახე და დავჯექი
– ხო გთხოვე შამპანიურები გახსენითქო – ისმის მაგიდის ბოლოდან მამაჩემის ხმა
– ეხლავე, ეხლავე – თან შამპანიურის ბოთლს ფოლგას ვახევ
ამ დროს რეკავს ტელეფონი, დავხედე გურიკოა
– რავა ხარ ძმი? – თან შამპანიურის ბოთლს ვეჩალიჩები
– ვარ რა, შენ?
– მგონი კარგად, რა ხდება შენკენ ახალი და კარგი? – როგორც იქნა მოვხსენი მავთული
– კარგი არაფერი . . .
– რატო? რა მოხდა? – სკამიდან ავდექი და მეორე ოთახში გავედი
– გუშინ ღამე სანდრო მოკლეს
– სანდრო ? ? ?
– ხო სანდრო, გილაური . . .
– კაი ტოოო, რას მეუბნები . . .
– ხო, ეგეთი ამბავია
რამდენიმე წამით დუმილი ჩამოვარდა
– კაი გურიკო, მადლობა რო გამაგებინე . . .
– კაი, კარგად
არ მახსოვს რამდენი ხანი ვიჯექი ესე გაჩუმებული, ჩაბნელებულ ოთახში, ცალ ხელში შამპანიურით
მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გადამირბინა, გამახსენდა ყველა დეტალი რაც სანდროსთან მაკავშირებდა ყოველი წამი, ყოველი წუთი . . .
ათასობით კითხვამ გაიარა ჩემ თავში – რატო? რისთვის? როგორ? რანაირად?
ამ დროს შამპანიურის ბოთლს თავი მოძვრა და ხმაზე გამოვფხიზლდი, ცოტათი გამოვერკვიე აზრებდან
მოვიყუდე ბოთლი და ნახევრამდე ჩავცალე, ცრემლიანი თვალები გაზმა კიდე უფრო ამიცრემლიანა
ისევ მობილური რეკავს
დავხედე ეკრანს, ლევანაა
– გისმენ
– 20 წუთში შენთან ვარ
– კაი
გამახსენდა რო წასასვლელი ვარ
გამოვედი ოთახიდან, ყველა ბედნიერია, ყველა იღიმის
არ მინდოდა ვინმესთვის ხასიათი გამეფუჭებინა და თავს ძალა დავატანე რო გამეღიმა
გავედი დერეფანში, კარადიდან ქურთუკი გამოვიღე და დედაჩემს გავძახე
– დე წავედი მე
– კაი, გვიან მოხვალ?
– არ ვიცი
გარეთ გავედი და კარები გავიხურე
თოვს . . .
სიცივე და სიბნელე შემოპარულა
იქვე კიბეზე ჩამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე
გულში თითქოს სიცარიელეა, თითქოს არა, სიცარიელეა
ისევ ფიქრებში წავედი, ვერ ვგრძნობ ვეღარც თოვლს, ვეღარც სიცივეს . . .
– რას ჩამომჯდარხარ?
ლევანა დამდგომია თავს
– მოხვედი?
– არა, ჯერ არა – მიღიმის
– კაი ხო, წავედით . . .



{იანვარი 24, 2007}   B R B

რაღაც პაუზა გამიგრძელდა

ეტყობა დეპრესიის ნაკლებობას განვიცდიდი

არადა რაღაც მოვიწყინე უდეპრესიოდ, მართალია მთლად ესეთს არ ველოდი მარა მაინც მიხარია რო დამიბრუნდა

რაღაც მარაზმია

სადღაც ვარ გაჭედილი 😦

ოღონდ არ ვიცი სად

დროში? სივრცეში? იქნებ სულაც პარალელურ სამყაროში გადავინაცვლე? სადაც ყველაფერი 1X1-ზე გავს ჩვეულებრივ ცხოვრებას

უბრალოთ აქ ვიღაცეებს თავთავისი როლები დაავიწდათ, ზოგიც უნამუსოდ ღორობს და სხის როლებში იჭრება, მავანნი კი ნორჩი პიონერებივით გადამეტებულათ ასრულებენ გეგმას

ჰეჰ

ალბათ გონიათ რო მაგის გამო დამატებით მუშა დღეებს ჩაუთვლიან

რო დაფიქრდეს კაცი ხანდახან საჭიროა ესეთი დღეები 🙂

მე მაგალითად კიდევ ერთხელ (და დარწმუნებული ვარ მომავალში მრავალჯერ) დავინახე მავანთა სახეები, ის სახეები რომლებიც ნიღბებს უკან იმალებიან, იმალებიან იმიტო რო რეალობის ეშინიათ

მე დავინახე ბოროტება სიკეთის უკან, სიყვარულიგულის სიღრმეში, შიშითვალებში, სითბოხმაში

და ერთი წამით ეს ყველა ადამიანი წარმომიდგნენ ჭიანჭველებათ, მაგრამ ერთი განსხვავებით ეს ჭიანჭველები ადამიანები იყვნენ

იცით რა დავინახე ? ? ?

საშინელება, მარაზმი, სიბინძურე, ქაოსი, ზიზღი . . . . . . . . . . . .

რაღაც ხმები ჩამესმის . . . ქაოტურად, მაგრამ რაღაც სიტყვებს ვარჩევ

ჩემია . . . მომეცი . . . ფული . . . ძალაუფლება . . . მძულს . . . მოვკლავ . . . ვჯობივარ . . .

გაჩუმდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიით

გეყოოოოოოოოოოოოოოოოოოოთ

სიყვარული ? ? ?. . . სადაა ხალხო სიყვარული? სადაა ადამიანობა?

შეიძლება მარტო საკუთარი თავები გვახსოვდეს? შეიძლება მარტო დღევანდელი დღით ვიცხოვროთ?

გაიხედეთ წინ, იფიქრეთ მომავალზე, ნუთუ გინდათ რო თქვენმა შვილებმა ესეთ დედამიწაზე იცხოვრონ?

ნუთუ გინდათ რო თქვენნაირმა ადამიანებმა თქვენივე მეთოდებით გული ატკინონ, ან კიდე უარესი მათ ატკინონ გული სხვებს

მე არ მინდა 😦

წავედი ეხლა მე

როგორც ამ წამს ერთმა კაი ადამიანმა მითხრა სუიციდით უნდა დავკავდე 😉

თქვენ კიდე თუ გაქვთ სურვილი იფიქრეთ ჩემ სიტყვებზე

ღიირს კი ცხოვრება მინავლული სანთლების ფონზე?

თუ კი სიყვარულს, არსებობას, სუნთქვას უშლიან

დამეღვენთება, ბოლო წვეთი იმედის, გულზე

და რო გავქრები, მომენატრებით მაინც ძალიან ! ! !



{დეკემბერი 6, 2006}   მიყვარს ? ? ?

მგონი მიყვარს

თითქოს ცხოვრება უფრო მრავაფეროვანი გახდა, ყველაფერში სილამაზეს ვხედავ, ყველა

კეთილი მგონია . . .

ასე მგონია რო ჩემთვის შეუძლებელი არაფერია, არაფერია გადაულახავი, წარმოუდგენელი . . .

ჩემსავით ფიქრობდნენ ნაპოლეონი, ალექსანდრე, ადოლფი, მაგრამ სულ ტყუილად 😦

ერთისთვის Waterloo იყო დამარცხების მიზეზი, მეორის გეგმები ინდოეთში დასამარდა,

მესამე მოსკოვს ვერ გაცდა

არ მინდა რო მეც მათსავით დავასრულო , არ მინდა ომები და სისხლისღვრა

უბრალოთ სიყვარული მინდა

მინდა სიყვარული იმ ადამიანისა, რომლისთვისაც მითენდება და მიღამდება, რომლის

არყოფნაშიც წამები საათებივით იწელებიან, რომელიც ცხოვრებას მიფერადებს

ვერ ვახერხებ აზრების კონცენტრირებას რო ეს ბლოგიც მივაჩათლახო, მთელი ჩემი გული

და სული იმასთანაა და მის გარშემო ტრიალებს

მგონი ასეც არ შეიძლება



{ნოემბერი 29, 2006}   ბოროტება

მეშინია

ძალიან მეშინია

ძალიან ბევრი ბოროტება ტრიალებს გარშემო . . .

ცოდვები დამსდევენ

მეშინია მომავალი დღის, ღამის, საათის და თქვენ წარმოიდგინეთ ყოველი წამის, არ ვიცი რა მოხდება მომდევნო წამს, არ ვიცი სადაა ჩასაფრებული ბოროტება

შეიძლება უნდა კიდეც რო მეშინოდეს . . .

არ დაფიქრებულხართ არასდროს თქვენ ცოდვებზე? არ გიფიქრიათ იმაზე რო შეიძლება მოვიდეს დრო და პასუხის გაცემა მოგიწიოთ თქვენ ჩადენილ კარგზე თუ ცუდზე ! ! !

არა ხო?  …   გამოგიტყდებით და არც მე …

მაგრამ გუშინდელმა ფაქტმა დამაფიქრა, თან სერიოზულად და შემაშინა კიდეც. ჩემ ცხოვრებაში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი წუთები როცა შემშინებია, მაგრამ ამან ყველაფერს გადააჭარბა

შეიძლება უბრალოთ სიზმარი იყო . . .

დაბნეული ვარ . . .

ასეთი უსუსური არასდროს ვყოფილვარ

შეიძლება რაღაც გთხოვოთ? თუ წაიკითხავთ ამას რათქმაუნდა

ფრთხილათ იყავით, დაუფიქრდით თქვენ ნაბიჯებს, ცუდს ნუ გააკეთებთ, ბოროტებას ნუ ჩაიდებთ გულში . . .

ეს კიდე მცირედია იმასთან შედარებით რაც თავში მიტრიალებს

just, მიიღეთ ეს როგორც კეთილი მეგობრის რჩევა



{ნოემბერი 21, 2006}   პაპიროზი

აღარ მინდა
ცუდად ვარ
ყელში თამბაქოს ფოთლებისგან გაკეთებული შკურკა მაქვს, რომელიც ყოველ ჩასუნთქვა ამოსუნთქვას სინქრონულად დაყვება
ზევით …
ქვევით …
ზევით …
ქვევით …
ლიფტია? იბიომაწ
თუ ლიფტია ფასიანია და ხურდა ჩააგდე
აი ისევ,
ვიღებ ღერს,
ვუკიდებ,
და ვქაჩავ
ვგრძნობ როგორ უხეშად ჩადის ყელში და როგორ თანაბრად ნაწილდება ფილტვებში
ამ ყველაფერს ზევიდან ვამატებ ბოლით გაჟღენთილი ჰაერის ტალღას
თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ როგორ ვიწროვდება ძარღვები, კაპილარები,
უფრო და უფრო ნაკლებად მიეწოდება სისხლი კიდურებს, ტვინს
გული ნელნელა უმატებს რითმს, თითქოს დაიღალა, მარა მაინც აგრძელებს ჯიუტად და სწრაფად ფეთქვას                               სიკვდილი
სიცივე შეეპარა სხეულს,
უხეში და წყნარი სიცივე
სიცივემ რომელმაც ოცნებაშიც შემოაღწია
თვალებს ვახელ …
სიგარეტი ჩამწვარა …
ვიღებ ახალ ღერს …
ვუკიდებ …
თვალებს ვხუჭავ …
ცუდათ ვარ …
აღარ მინდა …



{ნოემბერი 19, 2006}   რას …. რას …..

ჩშშშშ ….  ჩშშშშ….

გესმით ჩემი?

ვცდილობ შევქმნა ახალი  (თან პირველი) თემა :ყეს:

თუ შეგიძლიათ რამე რჩევების მოცემა მომეცით :ყეს:

ოღონდ მარტო რჩევები

კანეც სვიაზი

ჩშშშშ … ჩშშშშ ….



et cetera